კობი-გუდაურის გზაზე ზვავის ჩამოწოლას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზვავის ჩამოწოლის შედეგად ავტომობილი ხევში გადავრდა, რომელშიც სამი მგზავრი იმყოფებდა . ერთი მგზავრი უვნებლად არის ამოყვანილი, ერთს ქვედა კიდური აქვს დაზიანებული და მისი ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულიხსმობს.