კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონისთვის მზადდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოქოძის განცხადებით, ​ კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება.

მისივე თქმით, კლინიკა მთლიანად გათავისუფლდება და საკარანიტო ზონის შესაქმნელად მოემზადება. 

„კლინიკაში თავს მოიყრის ყველა ის ადამიანი, რომელიც შესაძლოა, ჰქონდეთ კორონავირუსი. აქ მოხდება დაკვირვება, ანალიზების აღება და შემდგომში მათი მართვა ისე, როგორც ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია.

ჩვენ ველოდებით იმ პაციენტებს, რომლებიც შემოდიან საქართველოში ან ცხოვრობენ საქართველოში და რომლებზეც შესაძლებელია, იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები ვირუსის შემთხვევაში. ეს იქნება საკარანტინო ზონა“, – აღნიშნა ლევან გოქოძემ.

როგორც გოქოძემ განაცხადა რესპუბლიკურ საავადმყოოფოს ამჟამად, 88 პაციენტის მიღება შეუძლია.