კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1484-ს მიაღწია

მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით, 1486 ადამიანია დაღუპული, – ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული 1486 ფატალური შემთხვევიდან ორი ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დანარჩენი კი – ჩინეთშია დადასტურებული.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით,ჰოსპიტალიზებული 36 719 პაციენტიდან 1 685-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი, საერთო ჯამში, 4131-ს აღწევს. რაც შეეხება დაინფიცირებულ ადამიანებს, მათი რიცხვი 65 000-ს აჭარბებს.

ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მონაცემებს ოფიციალური პეკინი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 1 380 დაინფიცირებულთა კი – 63851-ია