კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 1 665-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1 665-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 2 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 68 500-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ, 20-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ვირუსის 500-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება დაღუპულთა რიცხვს, დღემდე, ჩინეთის გარეთ, ვირუსით გარდაცვალების ოთხი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ფილიპინებსა და საფრანგეთში.