ირანში კორონავირუსის შემთხვევების გახშირების გამო, თურქეთმა ქვეყანასთან საზღვარი დროებით ჩაკეტა – ამის შესახებ სააგენტო Anadolu თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცახადებაზე დაყრდნობით წერს.
ირანი ახლო აღმოსავლეთში პირველი სახელმწიფოა, სადაც COVID-19 გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 43 ადამიანი დაავადდა, 8 პაციენტი კი გარდაიცვალა. თბილისში, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 76 936-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2442-ს მიაღწია. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა.