ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ახალი კორონავირუსის გამო მდინარე ენგურზე სანიტარული კონტროლის გამკაცრების შესახებ იუწყება.
ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს „საზღვარგარეთ“ გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩიეს. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გააკეთა.
ტერიტორიაზე, რუსეთის გარდა, ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების შესვლა 7 აპრილამდე შეიზღუდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია კი აცხადებს, რომ სანიტარული კონტროლი გამკაცრდა ენგურის ხიდზე.