კორონავირუსის გამო, სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდა

კორონავირუსის გამო სასკოლო არდადეგები გახანგრძლივდა – საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

გარდა სკოლებში არდადეგების გახანგრძლივებისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.