კორონავირუსთან დაკავშირებით, რუსთავში პრევენციული საინფორმაციო კამპანია ხვალიდან დაიწყება. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ,რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შესაბამისი ბროშურები უკვე მომზადა და ისინი ქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხვალიდან გაიკვრება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დიდ ქალაქებს რეკომენდაციით ჯერ კიდევ თებერვლის თვის დასაწყისში მიმართა. რეკომენდაცია უპირველესყოვლისა საზოგადოებრივ ტრანსპორტში საინფორმაციოდ გარკვეული სარეკლამო ადგილების დათმობას გულისხმობდა.