კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბელგიაშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინეთიდან ევაკუირებულ ქალს ვირუსი აეროპორტში შემოწმებისას დაუდგინეს. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებლი ქალი იზოლირებულია და ის თავს ამ დროისთვის კარგად გრძნობს.
კორნავირუსით ინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე 23 ქვეყანაშია გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსს 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.