“კორონავირუსს სუსტი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებისთვის გამანადგურებელი შედეგები ექნება”-ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა , ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, კორონავირუსი, სახელწოდებით COVID-19 მსოფლიოს და კაცობრიობის ნომერ პირველი მტერია და ის მეტი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნების მომტანია, ვიდრე ნებისმიერი ტერორისტული თავდასხმა.
„თუ ეს ვირუსი ისეთ ქვეყნებში გავრცელდება, რომელთაც შედარებით სუსტი ჯანდაცვის სისტემა აქვთ, მას გამანადგურებელი შედეგები ექნება.ჯერ-ჯერობით ამის საშიშრობა არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მოხდება. ეს შესაძლებელია“,- განაცხადა გებრეიესუსმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსით, COVID-19 ჩინეთის მთავრობის მონაცემებით, 1 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 45 000-ს გადააჭარბა.