აიპი „რუსთავის კორპუსის“ საპილოტე პროგრამის ფარგლებში ,მე-19 მიკრორაიონში 12 პრიმის ლიფტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.
პროგრამის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ლაბაძე ადგილზე გაეცნო.
როგორც ცნობილია , ლიფტისთვის საჭირო მასალების შესყიდვაში სულ 9 000 ლარი დაიხარჯა.
პროექტის ფარგლებში „რუსთავის კორპუსმა” კორპუსის ამხანაგობას ლიფტისთვის საჭირო მასალები გადასცა, შესაბამისად გამოიცვალა – ლიფტის ძრავა, მართვის პულტი, რედუქტორი, მიმყოლი კაბელი, შლეიფი და ღილაკები .
პროექტის ფარგლებში , ამხანაგობებს შეუძლიათ რუსთავის კორპუსს მიმართონ , რომელიც მათ შესაბამის დანადგარებს,ნაწილებსა და მასალებს გადასცემს. სამუშაოების განხორციელებაზე კი თავად კორპუსის ამხანაგობებმა უნდა იზრუნონ. შეგახსენებთ, აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტიდან 100 000 ლარამდე თანხაა გამოყოფილი.ამასთან, ქალაქის მასშტაბით სულ 1 128 ლიფტია.










