ლიფტების შეკეთება სავარაუდოდ, წელს დაიწყება

რუსთავში რომ ლიფტების პრობლემა მწვავედ დგას, ეს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინტერუწყებრივი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზეც აღინიშნა. რუსთავის 1 128 ლიფტი მძიმე მდგომარეობაშია და მათ შესაკეთებლად სამუშაოები სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება.

“დაახლოებით, ალბათ, 20 ათასი დოლარის ექვივალენტია, რომ მთლიანად შახტა, რელსის გარდა, ყველაფერი შეიცვალოს. მაგრამ არის რაღაც ალტერნატიული გზები ნაპოვნი და თუ მომართვიანობა იქნება იმ გადაუდებლად აუცილებელ ამორტიზირებულ ტროსებს და ა.შ. დეტალებს, რაც უსაფრთხოებას გაზრდის, მზად არის მერია გაიღოს თანხები და ამ პროცესს ამ წელიწადში ჩვენ დავიწყებთ“ – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.