ლონდონის სამხრეთ ნაწილში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა. პოლიცია იძულებული გახდა, თავდამსხმელისთვის ცეცხლი გაეხსნა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგონეს. სამართალდამცავების ცნობით, ინციდენტი ტერორიზმს უკავშირდება. პოლიცია ხალხს მოუწოდებს, რომ მიმდებარე ტერიტორია დროებით დატოვონ.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.







