მადრიდში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი 23:10 დაამარცხა.
ცნობისთვის, ქართველებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის გათამაშებაზე მეორე შეხვედრა გამართეს და ორივე მატჩი გამარჯვებით დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს “ბორჯღალოსნები” ბელგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 22 თებერვალს, სამშობლოში გამართავენ.