პოლიციამ 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.გ, ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს, მოპარული მოპედი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.