ოჯახში ძალადობის შემთხვევა ახალციხეში-გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლის გაგუდვა სცადა.
ახალგაზრდა ქალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სხეულის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. როგორც ცნობილი ხდება ქალს დაზიანებები კისრის არეში აქვს მიყენებული.
ექიმების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმები ვარაუდობენ,რომ მამაკაცმა მეუღლის მოხრჩობა სცადა, რადგან დაზარალებულს სისხლჩაქცევები ყელის არეში აღენიშნება.
დაზარალებული ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.