მამაკაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა

თბილისში ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრეს.  შემთხვევა ჯავახეთის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალს ჭრილობა ყელის არეში მიაყენა.

ექიმების ცნობით,ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.