შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის მე-4 კვარტლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად – 232 პირს ამოეწურა. მათ შორის, 24- მა გამოცდა ახლიდან ჩააბარა, ხოლო – 208 ადამიანს მოწმობის მოქმედება შეჩერებული აქვს.
სტატისტიკურ მონაცემებში მოწინავე პოზიციებზეა ქვემო ქართლის რეგიონი. მონაცემების თანახმად, რეგიონში ქულები 26 პირს ამოეწურა.
კერძოდ, ყველაზე მეტ – 110 პირს ქულები თბილისში ამოეწურა, მას მოსდევს – ქვემო ქართლი, სადაც ქულები 26 პირს ამოეწურა,მე-3-ზე ადგილზეა – იმერეთი ,15 პირით; ხოლო მე-4 ადგილს კახეთი იკავებს, სადაც ქულები სრულად 14 პირს ამოეწურა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. „ჭკვიანი კამერები“ დამრღვევ მძღოლებს აჯარიმებენ, მათ შორის: შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთის, სიჩქარის გადაჭარბებისა და სხვა მიზეზების გამო.