მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. 

თავდაპირველად,გავრცელდა ინფორმაცია ,რომ  გოგო მამაკაცმა რეპეტიტორთან კერძო გაკვეთილის შემდეგ გაიტაცა. 

როგორც tv4-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

 

 

პირველწყარო:რადიო მარნეული