გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ღვთაების მონასტერში მოკლული იპოვეს. როგორც ცნობილი ხდება მამაკაცს ცივი იარაღით ყელი აქვს გამოჭრილი.
როგორც Tv4-მა გაარკვია, მამაკაცი ადგილობრივი არ არის.
შსს-ს ცნობით მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო,რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.









