ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის კუთვნილი ავტომობილი მდინარე რიონის ხიდთან იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საძიებო სამუშაოები მდინარში მიმდინარეობს.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.