მგელმა 57 წლის ქალი დაგლიჯა

 დუშეთის რაიონში  მგელმა 57 წლის ქალი,საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაგლიჯა. შემთხვევა სოფელ გრემის ხევში მოხდა. 

როგორც ცნობილი ხდება, ქალს დაზიანებები სახის, ხელის და ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებულს სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქალს ყველაზე მძიმე დაზიანებები სახის და მარცხენა კიდურის არეში აღენიშნება.