მესხიშვილის 3 ნომერში გაზის მილს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დახმარები ეკიპაჟი და პოლიცია.
ტვ4-ის ჟურნალისტის ცნობით, ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სოკარგაზის წარმომადგენლები. შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ ადგილზე და დეტალებს არკვევენ.
UPDATE: როგორც ტვ 4- ს სოკარ გაზის წარმომადგენელმა განუცხადა, დღეს საღამოს მესხიშვილის ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიებს, ბუნებრივი აირი დროებით დაბალი წნევით მიეწოდება.
სოკარ გაზის ინფორმაციით, სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება და მესხიშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.