მეუფე იოანე-“ყოველთვის ვიქნებით სამიზნე,ეკლესია მთლიანად”

“ყოველთვის ვიქნებით სამიზნე, არამარტო პატრიარქი, ეკლესია მთლიანად”, – ამის შესახებ რუსთავის ყოფილმა  და ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა სრულიად საქართველოს პატრიარქის ბოლოს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

“ქუთაისში, საიდანაც გაიხედავ, ბაგრატს დაინახავ, ვინც მაღლა დგას ის ყოველთვის სამიზნეშია, თუ ჩვენ ორი თვალით ვუყურებთ ერთმანეთს, ვინც მაღლა ადის იმას ათასი თვალი უყურებს, ეს იგულისხმა პატრიარქმა, რომ ის არის სამიზნე და გააჩნია, ვინ, რა თვალით უყურებს, ზოგი კეთილი თვალით, ზოგი შურით, ზოგს კიდევ სხვა ამბიცია და პრეტენზია აქვს. პატრიარქი თითო სიტყვაში ისეთ ღრმა შინაარსს დებს, რომ ჩვენ ვერ ამოვწურავთ ამ საუბარში, მაგრამ დღეს ვერ ვხედავთ, როგორი სამიზნეა, 90-იანი წლების დასაწყისში არ იყო სამიზნე და კომუნისტების რეჟიმის დროს არ იყო სამიზნე, როცა პატრიარქმა, საბჭოთა ჯარების შესვლა ავღანეთში უარყოფითად შეაფასა? რამდენი წელი მერე საზღვარგარეთ არ გაუშვეს პატრიარქი, იმიტომ, რომ მისი სიტყვა არ ეთანხმებოდა იმ დროინდელი მთავრობის გადაწყვეტილებას, ეს ყოველთვის იყო და იქნება, იმიტომ, რომ სხვადასხვა განზომილებაში ვართ ჩვენ. ხელისუფლება იქნება, თუ ადამიანები ამ სოფლის განზომილებით აზროვნებენ, პატრიარქი მარადიული ცხოვრების განზომილებით, სხვადასხვა ღირებულებითი სისტემაა, ყოველთვის ვიქნებით სამიზნე, არა მარტო პატრიარქი, ეკლესია მთლიანად”,-განაცხადა მეუფე იოანემ.