ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ვაქცინა შეიმუშავეს, რომლის ცდები ცხოველებზე მომავალ კვირას დაიწყება.ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ლონდონის იმპერიული კოლეჯის ლორწოვანი ინფექციების და იმუნიტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ რობინ შათოქის განცხადებით , არსებობს იმედი, რომ ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე ზაფხულში დაიწყება.
„თუ ვირუსი პანდემია გახდება და მთელს მსოფლიოს მოედება, ეს ძალიან გვიან არ იქნება. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ამ ეპიდემიის შესახებ. თუ ის ინფლუენზას მსგავსია, შესაძლოა, მან ზაფხულშიც ბევრი ადამიანი მოკლას“, – განაცხადა პროფესორმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსით მსოფლიოში 560-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაავადებულთა ლაბორატორიულად დადასტურებული რიცხვი 28 000-ს აღემატება.