მე-12 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული

 მე-12 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. საცხოვრებელ კორპუსში დაკვამლიანებააა. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ბინიდან,რომელშიც მოხუცებული ქალი ცხოვრობს, კვამლი შენიშნეს და დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს.

ბინის მეპატრონის განცხადებით, გაზქურაზე საჭმელი დარჩა, რამაც დაკვამლიანება გამოიწვია. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.