მე-7 მიკრორაიონში N2 საცხოვრებელ კორპუსთან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, შენობაში მცირე დაკვამლიანება იყო,ცეცხლი გაზქურაზე საჭმლის დატოვების შედეგად გაჩნდა. tv4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად მოახდინეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.