სკოლა “მილენიუმი” თურქეთის ქალაქ აიდინის “დეიშენ-კოლეჯის” მოსწავლეებსა და პედაგოგებს მასპინძლობს.
საპასუხო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთიდან მოსწავლეებისა და პედაგოგებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი რუსთავში გუშინ ჩამოვიდა. აიდინის დეიშენ კოლეჯის მოსწავლეებს სკოლა “მილენიუმში” საზეიმოდ დახვდნენ.
სკოლის ეგიდით, სტუმრებს დღეს ქალაქის პირველი პირი შეხვდა. ირაკლი ტაბაღუამ უცხოელ სტუმრებს რუსთავის კერძო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობაზე ესაუბრა, სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და თითოეულ მათგანს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ჯგუფი რუსთავში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება და სხვადასხვა დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
სკოლების მეგობრობა 2018-2019 წელს დაიწყო , როდესაც ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში “დეიშენ-კოლეჯს” და “მილენიუმს” შორის შეთანხმება გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, გასული წლის მარტში, ,,მილენიუმის’’ მოსწავლეები ქალაქ აიდინში იმყოფებოდნენ.