მიტოვებულ შენობაში ხანძარია.ამ წუთებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახს და ეკალ-ბარდს მოედო, შემდეგ კი, მიტოვებულ შენობებზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა ამ დრომდე, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება. უკვე დაიწვა რამდენიმე მიტოვებული შენობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებით ეკიპაჟების მობილიზებას უკვე ახდენს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.