მიწის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებები-საინფორმაციო შეხვედრა გარდაბანში

  გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, 2020 წლის 1 იანვარს, მიწის რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ,საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და კანონმდებლობით გაწერილი ახალი ნორმების მოქნილობაზე გაამახვილეს ყურადღება.

კანონის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი ორ მიმართულებად დაიყო და სპორადული და სისტემური წესით მიმდინარეობს .

მიწის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, დეტალური ინფორმაცია სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და შესაბამის სამსახურებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმფომადგენლებმა მიაწოდეს.

შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და პირველი მოადგილე დავით ჭანტურია ესწრებოდა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის დანერგვა ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულებას და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.