მკვლელობა ღვთაების მონასტერში – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ, ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი პირი დააკავა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ნაჯახი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მარტყოფთან მდებარე ღვთაების მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კელიაში, 1958 წელს დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს – ი.დ.-ს ნაჯახის გამოყენებით კისრის არეში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. კ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,” – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.