პოლიციამ ქურდობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. დაკავებული წარსულში ნასამართლევია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.







