მოსკოვში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მას შემდეგ, რაც მან მართლმადიდებლურ ტაძარში, საკვირაო ღვთისმსახურების დროს ორი ადამიანი დაჭრა.
უცხოური მედიის ცნობით,დაკავებულია 26 წლის მამაკაცი.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს სათვალე და ნიღაბი ეკეთა და ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარს ამ ეტაპზე ტერორიზმის კვალიფიკაცია არ აქვს. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თავდასხმის მოტივი უცნობია.
შემთხვევა ბასმანის რაიონში, ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ტაძარში მოხდა.









