რუსთავში, მეგობრობის 47 ნომერში მდებარე ბინაში, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი ამ დრომდე უკანონოდ  რჩება. „ქრონიკის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ ბინის მეპატრონეებმა, რომლებიც საბერძნეთში იმყოფებიან,  საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მოისურვეს. უცხოეთიდან სპეციალურად ქრონიკისთვის გამოგზავნილ ვიდეო მასალაში ოჯახი ყვება, რომ  ბინა წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, რადგან ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის  მძიმე  მდგომარეობა  მათ  საქართველოში  ჩამოსვლას შესაძლებლობას არ აძლევს.

სოციალურად შეჭირვებული ოჯახი, რომელმაც ბინა რამდენიმე დღის წინ გატეხა და უკანონოდ შესახლდა ბინის დატოვებას არ აპირებს. კაპანაძეები საცხოვრებელ სახლში საკანალიზაციო სისტემის კეთილმოწყობის სამუშაოებს ატარებენ.

ბინის კანონიერი მფლობელის ნათესავები, სახლიდან ავეჯს სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიტანენ.

კაპანაძეების მრავალშვილიანი ოჯახი, რუსთავის მერიის სოციალური პროგრამებით სარგებლობს და ფულად შემწეობას იღებს.  ბინის საკითხზე, რუსთავის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ოჯახისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების საშუალება ამ ეტაპზე არ აქვს.

TV4-ის ინფორმაციით, ბინის კანონიერი მფლობელები კერძო საკუთრების ნათესავის სახელზე გადაფორმებას აპირებენ. კაპანაძეების ოჯახი კი ბინის დატოვებას მანამდე არ აპირებს, სანამ მათი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე არ შესრულდება.