ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა, ხოლო 32 900 ადამიანი განიკურნა. დაინფიცირებულთა რაოდენობა 82 200-ს შეადგენს. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა. ინფიცირებული 50 წლამდე ქართველი მამაკაცია, რომელიც სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დაბრუნდა. ის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მინისტრის ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.