მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა,ერთი ადგილზე დაიღუპა

საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. შემთხვევა თბილისში, ნაძალადევის რაიონში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით,ერთ-ერთი მუშა ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი პირველ სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობით ისჯება.