ოპერაცია “გენაცვალე”-სომხეთში საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავეს

სომხეთის პოლიციამ ოპერაცია „გენაცვალეს“ ფარგლებში, საქართველოს ელჩის ავტომობილის ძარცვაში ეჭვმიტანილი დააკავა. სამართალდამცველებმა  22 წლის მამაკაცი დააკავეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით,  სომხეთში საქართველოს საელჩოზე რეგისტრირებულ მანქანას ერევანში, თუმანიანის ქუჩაზე სარკეები მოპარეს.

„მერსედესის“ მარკის მანქანა საქართველოს ელჩს ემსახურება.