სახელმწიფო პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს კიბოს რისკის თავიდან ასაცილებლად უფასო ვაქცინაციას განაგრძობს. როგორც მედიცინის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, პროგრამით რუსთაველები აქტიურად არ სარგებლობენ, 2000- მდე რუსთაველ მოზარდს ვაქცინა ამ დრომდე ,მიღებული არ აქვს, ამ ფონზე კი აცრილი მხოლოდ 100 გოგოა.
ამასთან,პაპილომავირუსი ადამიანის რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. ცნობილია, რომ ადამიანების 80 %-ი სიცოცხლეში ერთხელ მაინც ინფიცირდება ამ ვირუსით – ყელის კიბო ქალებში სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეხუთეა ევროპასა და საქართველოში .
ამ დიაგნოზით ყოველწლიურად საქართველოში 200-მდე ქალი იღუპება. ქვეყანაში მოზარდ გოგოებს უკვე ერთ წელზე მეტია ვაქცინაცია უფასოდ უტარდებათ. ვაქცინის საუკეთესო ასაკად 9-14 წელია განსაზღვრული.









