პოლიციის მანქანა ავარიაში მოყვა

ავტოსაგზაო შემთხვევაში პოლიციის მანქანა მოყვა – შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა.

პოლიციის მანქანა არხში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.