პროდუქტები, რომლებიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა. 

განსაკუთრებით მოიმატა ფასებმა საქონლისა და მომსახურების შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.3%) და ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (11.2%).

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,  სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • ხილი და ყურძენი – 28.3%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 15%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 14.2%
  • თევზეული – 12.4%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 10.5%

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს კატეგორიაში კი თამბაქოს ნაწარმზე ფასები 20.2%-ით გაიზარდა, ალკოჰოლზე – 3.4%-ით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე ნიშნული 3%-ია.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს მიუახლოვდება.

ამის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა იანვრის ბოლოს აღარ გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა.