რუსეთში ქართველი ბოქსიორი გიორგი ყუშიტაშვილი დააკავეს, რომელსაც სამართალდამცველზე თავდასხმა ედება ბრალად.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყუშიტაშვილისა და მისი მეგობრის ოვიკ ოგანისიანის დაკავებას აპირებდნენ მაშინ, როდესაც ისინი ნარკოტიკების აღებას აპირებდნენ.
ამავე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა დაინახეს, როგორ მივიდნენ გიორგი და მისი მეგობარი ტაქსით ფრუნზეს სანაპიროსთან. პოლიციელები მათ დაედევნენ, რა დროსაც გიორგი ყუშიტაშვილმა ერთ-ერთ მათგანს დაარტყა.
სპორტსმენს შეფუთვაში ერთ გრამამდე ნარკოტიკი, წინასწარი მონაცემებით, კოკაინი აღმოაჩნდა.