რუსთაველი სპორტსმენის წარმატება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

რუსთაველმა სპორტსმენმა ლუკა ონიანმა საგარეჯოში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირი  ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა და მასში მონაწილეობას სომხეთიდან მოწვეული სპორტსმენები იღებდნენ. 

ჩემპიონატზე დაახლოებით 240-მდე მოჭიდავემ იასპარეზა. ასაკობრივი კატეგორიები კი ასე გადანაწილდა:  2007-2008 და 2009- 2010 წლიანები.

ცნობისთვის, ამავე ჩემპიონატზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ასევე, რუსთაველი სპორტსმენი დათო გაბედავა.