რუსთავიდან თბილისის ბოქსირებულ პალატაში პაციენტი გადაჰყავთ

რუსთავიდან, კორონავირუსის სიმპტომებით, თბილისის ბოქსირებულ პალატაში ერთი პაციენტი გადაჰყავთ. როგორც tv4-ისთვის გახდა ცნობილი, პაციენტის ტრანსპორტირება ამ წუთებში ხდება.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ რუსთავის არც ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან არ ხდება პაციენტის გადაყვანა თბილისის ბოქსირებულ პალატაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის სულ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს – 50 წლამდე მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

მეორე შემთხვევა, საქართველოს მოქალაქეს, 31 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც იტალიიდან საქართველოში დაბრუნდა.

მესამე შემთხვევის შესახებ დღეს დადასტურდა.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით სახმელეთო გზით დაბრუნდა.