Update: რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში ამ დროისთვის კორნავირუსის სიმპტომებით არცერთი პაციენტი არ იმყოფება. როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში tv4-ს განუცხადეს, დღეის მონაცემებით, რუსთავიდან თბილისის ბოქსირებულ პალატაში არცერთი პაციენტი არ გადაუყვანიათ.
რუსთავის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ,რომ ამ დროისთვის კლინიკაში გრიპის სიმპტომებით სამი პაციენტი მკურნალობს. ერთ-ერთი მათგანი რამდენიმე დღის წინ საფრანგეთიდან დაბრუნდა.
ამასთან, tv4-ის ინფორმაციით,რუსთავის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან თბილისის ინფექციურში ერთი პაციენტი იყო გადაყვანილი,რომელიც მილანიდან,რამდენიმე დღის დაბრუნდა. როგორც ცნობილი ხდება, მას კორონავირუსი არ დაუდგინდა.