რუსთავის მერი ,ირაკლი ტაბაღუა საჯარო სკოლების დირექტორებს ხვდება. ამ წუთებში ქალაქის პირველი პირი მე-5 საჯარო სკოლაში იმყოფება.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რუსთავის საჯარო სკოლების დირექტორებმა ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განხორციელდება .
ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები განსაკუთრებით დაბალბიუჯეტურ სკოლებს დაეხმარება, რადგან პროექტების ნაწილს სკოლა, ნაწილს კი მუნიციპალიტეტი შეიძენს. სკოლების ინფრასტრუქტურულად მოწყობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება.
სამუშაო შეხვედრები, მე-5 მე-14 და 24-ე საჯარო სკოლებში შედგება.









