რუსთავის რკინიგზის სადგურზე მატარებელმა მამაკაცი გაიტანა.
“თბომავალი მანევრირებდა სადგურის მეორე ლიანდაგზე, რომლის დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. დამატებითი დეტალები უცნობია. მოძრაობა შეჩერებული არ არის” – განუცხადეს TV4-ს საქართველოს რკინიგზაში.
როგორც რკინიგზაში აცხადებენ, გარდაცვლილი მამაკაცი რუსთავის რკინიგზის თანამშრომელი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო.