რუსთავის რომელ ქუჩებზე ჩატარდება მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა?!

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, პარლამენტში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს განხილვა დაიწყო.კანონის პროექტი, მათ შორის მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის ორ ეტაპად გაყოფას გულისხმობს. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს რვა ქალაქში, მათ შორის რუსთავში ჩატარდება.

რუსთავში, მთავარი მოედნის მიმდებარედ კოსტავას გამზირი, თბილისის, ლომოურისა და ცურტაველის ქუჩები ის ძირითადი ლოკაციები იქნება ,სადაც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ნაწილი ჩატარდება.

კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავს. ცვლილებების ფარგლებში, გამოცდის პირველი ეტაპი სპეციალური მანევრების შესრულება, დახურულ საგამოცდო მოედანზე მოხდება, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში წინასწარ შერჩეულ და დამტკიცებულ მარშრუტებზე , რვა ქალაქში ჩატარდება. .

მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფეთხოების 2020 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის  რეალურ სივრცეში გადატანის პროცესში, პარტნიორი მუნიციპალიტეტები რუსთავთან ერთად, თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე ,ოზურგეთი და ბათუმი იქნებიან.

რუსთავში საგზაო მონიშვნების და ნიშნების დახაზვის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის მარტის თვეში დაასრულა,რისთვისაც ჯამში მილიონ სამასი ათასი ლარის ოდენობის თანხა დაიხარჯა. ქუჩებზე საგზაო ნიშნები, საგზაო მონიშვნები , ფეხითმოსიარულეთა   და ღერძული და განივი გადასასვლელები მოეწყო. პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს “გზაჯვარედინმა” შეასრულა.პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის რუსთავის ქუჩები, საგზაო მოძრაობის დატვირთვიდან გამომდინარე შეირჩა.

 როდის ამოქმედდება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი – კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.