რუსთავის საკრებულოში დღეს ,2020 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც ცნობილი გახდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები 131,1 ათასი ლარი და ადგილობრივი ნაშთი 216,0 ათასი ლარი ხარჯვით ნაწილში, სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდა. როგორც ცნობილი გახდა გაზრდილი ბიუჯეტი ახალგაზრდული მიმართულებების დაფინანსებას, სპორტული მოედნების მოწყობასა და აღჭურვას , სოციალურ პროგრამებს და ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2020 ბიუჯეტი გაიზარდა და როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილში, 63 140,1 ათასი ლარი შეადგინა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილეს.









