რუსთავში სავაჭრო ქსელის “კარფურის” შენობის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო.
ამ დროისთვის, ლომოურის ქუჩაზე ტექნიკაა მობილიზებული.
როგორც რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურში Tv4-ს განუცხადეს, ამ ეტაპზე მშენებლობისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, კარფურის შენობა ერთ სართულიანი იქნება და მისი სიმაღლე 9 მეტრით არის განსაზღვრული. სავაჭრო ქსელის შენობაში მიწისქვეშა და ღია პარკინგები მოეწყობა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ,კარფური რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, დროებით ფუნქციონირებს.