რუსთავში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, პაციენტი სავარაუდოდ, თბილისში გაიგზავნება.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო ამ ეტაპზე ცენტრალიზებულად მოქმედებს და ქალაქში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში პაციენტები რუსთავის სამედიცინო დაწესებულებებში ამ ეტაპზე არ დარჩებიან.
“რუსთავში არ არის გამოყოფილი ბოქსირებული პალატა კორონავირუსისთვის ,არის თბილისში რამდენიმე კლინიკა,ზუგდიდში,ბათუმში და ქუთაისში.”-განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა
მისივე ინფორმაციით, ქალაქში პრევენციული ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. გაჩერებებზე გაიკრა საინფორმაცო პლაკატები. ხვალიდან ცენტრი საინფორმაციო პლაკატებს მოქალაქეებს უშუალოდ მიაწვდის.
რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობას, როგორც tv4-მა გაარკვია, მიმართვიანობა კლინიკებში ამ დროისვის გაზრდილი არ არის.